суббота, 23 мая 2015 г.

პროექტი

სასახელწოდება:,, ვაჟა-ფშაველა ბუნების შვილი“


                                                       
 

პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს ვაჟას ცხოვრებისა  და შემოქმედების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს  გაუღვივებს ინტერესს ვაჟას  შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს ცოდნას და გააღრმავებს  მათ წარმოდგენებს პოეტის მსოფლმხედველობაზე, მის ზნეობრივ ღირებულებებზე. მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს. მოხდება  მწერლის ცხოვრების პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარები.  ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად ვაჟას შემოქმედებისადმი  სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამრომლობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის მოძიების დაგამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟას ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი,ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მიკროფონი, დიქტოფონი, ტელევიზორი.
პროექტის მსვლელობა: 
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას. თემის არჩევის შემდეგ ხდება ჯგუფების დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების განაწილება.
პირველი აქტივობა: 
1.    ვაჟას ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.
2.    მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.
ვაჟას შემოქმედების მიმოხილვა.
3.    ვაჟას პოემების განხილვა
4.    მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება და  ჩატარება.
5.    ვაჟას ნაწარმოებების  თეატრალური კოლაჟი. მოსწავლეები  მოამზადებენ და წარმოადგენენ სცენებს სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.
6.    მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მოძიება, გადმოწერა და ჩვენება.
7.    მოსწავლეები  დახატავენ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან სასურველ ადგილებს.
8.    ვაჟას ენის, თავისებური სტილისა და მხატვრული ხერხების კვლევა.
9.      ექსკურსიის ორგანიზება  ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში.





აქტიობები
კრიეტერიუმების   შეფასება
10-9
8-7
6 -5
4 -3-1 .
10.1,10.2
შეასრულა ძალიან კარგად.
შეასრულა კარგად
შეასრულა საშუალოდ
შეასრულა ცუდად
10 . 3 , 10.4 , 10.5.
შეასრულა ძალიან კარგად.
შეასრულა კარგად
შეასრულა საშუალოდ
შეასრულა ცუდად
10.6.7.8.
შეასრულა ძალიან კარგად.
შეასრულა კარგად
შეასრულა საშუალოდ
შეასრულა ცუდად
10.9
შეასრულა ძალიან კარგად.
შეასრულა კარგად
შეასრულა საშუალოდ
შეასრულა ცუდად







პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
დაბალი
1-3
საშუალო
4-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
სამუშაოს დაგეგმვის უნარი
სამუშაო სრულყოფილად არ არის დაგეგმილი
სამუშაო ნაწილობრივ არის დაგეგმილი
სამუშაოს გარკვეული ნაწილი კარგად არის დაგეგმილი
სამუშაო კარგად არის დაგეგმილი

ინფორმაციის მოძიებისა დაორგანიზების უნარი
მოიძიებს მცირე  ინფორმაციას , მაგრამ არ აქვს ორგანიზების უნარი
მოიძიებს მცირე ინფორმაციას და ნაწილობრივ აკეთებს ორგანიზებას
მოიძიებს ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება, მაგრამ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას
მოიძიებს ინფორმაციას და აქვს ორგანიზების კარგი უნარი
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
ჩართულობის სიხშირე მინიმალურია
ზოგჯერ ინტერესდება საკითხით
ინტერესდება საკითხით , მაგრამ არ აქვს ლიდერობის უნარი
ჩართულობის სიხშირე მაქსიმალურია, დაინტერესებულია საკითხით. აქვს ლიდერობის უნარი.



საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ10.4. მოსწაცლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათისა და სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გეგმას, ქმნის ტექსტის რეპეტიციებს, ამოწმებს  რეგლამენტს და ა. შ.
·         აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის    იყენებს  ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.
პროექტის  ხელმძღვანელი:  ნინო მაისურაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:qetinorostiaSvili @ gmail. com.


воскресенье, 17 мая 2015 г.

გეგმა

გაკვეთილის თემა
რევაზ ინანიშვილის უკუღმა დაჭედილი
სწავლების საფეხური/დისციპლინა ანინტეგრირებული საგნების დასახელება
მე-5 კლასი;
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
მოსწავლეთა რაოდენობა
26
რევაზ ინანიშვილის "უკუღმა დაჭედილი"

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
·         ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება;
·         საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
·         ფანტაზიის განვითარება;
·         აღწერის ტიპის ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევის განვითარება;
·         ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვების უნარი.

ამ გაკვეთილის დასრულებისას მოსწავლეებს შეეძლებათ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა, თავისუფლად გადმოსცენ საკუთარი ფანტაზიით შეთხზული ამბავი, ყურადღება მიაქციონ ნაწარმოების აგებულებას, პერსონაჟთა ქცევას, მდიდარ ლექსიკას, ამოიკითხონ სქოლიოში მითითებული სიტყვების განმარტებები, დაძებნონ ტექსტში სხვა ისეთი ტერმინები თუ გამონათქვამები, რომლებიც მათთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. v.1,2,3,4,5,6,7,9
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი

A ფაზა  15წთ
წინა გაკვეთილზე მიცემული საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ მოსწავლეებს მოკლედ ვესაუბრები მწერალ რევაზ ინანიშვილის შესახებ. კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას მწერლის ბიოგრაფიის შესახებ. შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად და წავუკითხავ . ინანიშვილის მოთხრობის წინმსწრებ მაპროვოცირებელ კითხვას  _წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სოფლის შარაზე კაკლით ჯიბეებ და უბეებგამოტენილი ორი პატარა ბიჭი მიაბიჯებს. მათ გზაზე საშაროდ გალაჯული დიდი ბიჭი ხვდება. შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა მოხდება შემდეგ?“
მოსწავლეებს ვთხოვ, ჯგუფებში შეაჯერონ ვარაუდები და წარმოადგინონ.
 B ფაზა  15წუთი                                       
შემდეგ კლასი გადადის ტექსტის გაცნობაზე.
მოთხრობა წინასწარ მაქვს დაყოფილი ნაწილებად. ვუკითხავ თითოეულ მონაკვეთს, გზადაგზა ვუხსნი გაუგებარ სიტყვებს. ყოველი ნაწილის წაკითხვის მერე მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს იმის შესახებ, როგორ განვითარდება მოქმედება, მათი აზრით.
    C ფაზა 10წთ
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს, იპოვონ ადგილები ტექსტში, რომლებშიც ავტორი მოთხრობის გმირების გარეგნობას აღწერს. ბავშვები ხმამაღლა კითხულობენ. ტექსტზე დაკვირვებისა და ავტორის ოსტატობაზე მოსწავლეთა ყურადღების მიქცევის მიზნით ვსვამ კითხვებს: ჯერ რას აღწერს ავტორი, მერე რაზე გადადის, როგორ გვიხატავს კოწოწაშვილებს, როგორ წარმოუდგენიათ საშაროდ გალაჯული ბიჭი, როგორ გესმით წარბებქვეშიდან გამოხედვა... შესაძლებელია, მოსწავლეებს მივცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი ჟესტ-მიმიკით გამოხატონ სათქმელი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სიტყვებით ვერ შეძლებენ ამას.
   5 წუთ
საშინაო დავალება
·         შინ მოთხრობა კიდევ ერთხელ წაიკითხონ, დააკვირდნენ, კიდევ რომელი გმირის აღწერაა მოცემული ტექსტში;
·         შეეცადონ, მოკლედ აღწერონ თავიანთი თანატოლი, ნაცნობი ან ფანტაზიით წარმოსახული პიროვნება.

შეფასება
შეფასებისას ყურადღებას გავამახვილებ, თუ როგორ მეტყველებენ ზეპირად მოსწავლეები, რამდენად არიან ისინი ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, შეუძლიათ თუ არა ჯგუფში თანამშრომლობის პრინციპის დაცვა პატივს სცემენ თუ არა ერთმანეთის აზრს.
გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ (ქება, გამხნევება, რჩევა, დაფიქრებისკენ მოწოდება, შეცდომის გასწორება...), ასევე განმსაზღვრელ შეფასებას. ქულებს დავუწერ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია სხვადასხვა აქტივობის მიმდინარეობის დროს.

საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
გაკვეთილზე გამოვიყენებ კომპიუტერს, პროექტორს, სახელმძღვანელოს, სამუშაო ფურცლებს, ფერად ფანქრებს, დაფას, ცარცს. გაკვეთილის მომზადებისას გამოვიყენე ვებ-გვერდი WWW.GOOGLE .GE








შეფასების რუბრიკა ,,უკუღმა დაჭედილი''

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ტექსტის კითხვა.
მოკლე და ვრცლი შინაარსის გადმოცემა
 8-10
ნაწილობრივ შეუძლია ტექსტზე მუშაობა.
შინაარსის თხრობისას ვერ იცავს თხრობის თანამიმდევრობას.
7-5
უჭირს კითხვა,ვერ გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.
4-1