გაკვეთილის თემა
|
რევაზ ინანიშვილის „უკუღმა დაჭედილი“
|
სწავლების საფეხური/დისციპლინა ანინტეგრირებული საგნების დასახელება
|
მე-5 კლასი;
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
26
|
რევაზ ინანიშვილის "უკუღმა დაჭედილი"
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
·
ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება;
·
საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
·
ფანტაზიის განვითარება;
·
აღწერის ტიპის ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევის განვითარება;
·
ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვების უნარი.
ამ გაკვეთილის დასრულებისას მოსწავლეებს შეეძლებათ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა, თავისუფლად გადმოსცენ საკუთარი ფანტაზიით შეთხზული ამბავი, ყურადღება მიაქციონ ნაწარმოების აგებულებას, პერსონაჟთა ქცევას, მდიდარ ლექსიკას, ამოიკითხონ სქოლიოში მითითებული სიტყვების განმარტებები, დაძებნონ ტექსტში სხვა ისეთი ტერმინები თუ გამონათქვამები, რომლებიც მათთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართ. v.1,2,3,4,5,6,7,9
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა 15წთ
წინა გაკვეთილზე მიცემული საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ მოსწავლეებს მოკლედ ვესაუბრები მწერალ რევაზ ინანიშვილის შესახებ. კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას მწერლის ბიოგრაფიის შესახებ. შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად და წავუკითხავ რ. ინანიშვილის მოთხრობის წინმსწრებ მაპროვოცირებელ კითხვას _“წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სოფლის შარაზე კაკლით ჯიბეებ და უბეებგამოტენილი ორი პატარა ბიჭი მიაბიჯებს. მათ გზაზე „საშაროდ გალაჯული“ დიდი ბიჭი ხვდება. შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა მოხდება შემდეგ?“
მოსწავლეებს ვთხოვ, ჯგუფებში შეაჯერონ ვარაუდები და წარმოადგინონ.
B ფაზა 15წუთი
შემდეგ კლასი გადადის ტექსტის გაცნობაზე.
მოთხრობა წინასწარ მაქვს დაყოფილი ნაწილებად. ვუკითხავ თითოეულ მონაკვეთს, გზადაგზა ვუხსნი გაუგებარ სიტყვებს. ყოველი ნაწილის წაკითხვის მერე მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს იმის შესახებ, როგორ განვითარდება მოქმედება, მათი აზრით.
C ფაზა 10წთ
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს, იპოვონ ადგილები ტექსტში, რომლებშიც ავტორი მოთხრობის გმირების გარეგნობას აღწერს. ბავშვები ხმამაღლა კითხულობენ. ტექსტზე დაკვირვებისა და ავტორის ოსტატობაზე მოსწავლეთა ყურადღების მიქცევის მიზნით ვსვამ კითხვებს: ჯერ რას აღწერს ავტორი, მერე რაზე გადადის, როგორ გვიხატავს კოწოწაშვილებს, როგორ წარმოუდგენიათ „საშაროდ გალაჯული“ ბიჭი, როგორ გესმით „წარბებქვეშიდან გამოხედვა“... შესაძლებელია, მოსწავლეებს მივცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი ჟესტ-მიმიკით გამოხატონ სათქმელი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სიტყვებით ვერ შეძლებენ ამას.
5 წუთ
საშინაო დავალება
·
შინ მოთხრობა კიდევ ერთხელ წაიკითხონ, დააკვირდნენ, კიდევ რომელი გმირის აღწერაა მოცემული ტექსტში;
·
შეეცადონ, მოკლედ აღწერონ თავიანთი თანატოლი, ნაცნობი ან ფანტაზიით წარმოსახული პიროვნება.
|
შეფასება
|
შეფასებისას ყურადღებას გავამახვილებ, თუ როგორ მეტყველებენ ზეპირად მოსწავლეები, რამდენად არიან ისინი ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, შეუძლიათ თუ არა ჯგუფში თანამშრომლობის პრინციპის დაცვა პატივს სცემენ თუ არა ერთმანეთის აზრს.
გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ (ქება, გამხნევება, რჩევა, დაფიქრებისკენ მოწოდება, შეცდომის გასწორება...), ასევე განმსაზღვრელ შეფასებას. ქულებს დავუწერ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია სხვადასხვა აქტივობის მიმდინარეობის დროს.
|
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
გაკვეთილზე გამოვიყენებ კომპიუტერს, პროექტორს, სახელმძღვანელოს, სამუშაო ფურცლებს, ფერად ფანქრებს, დაფას, ცარცს. გაკვეთილის მომზადებისას გამოვიყენე ვებ-გვერდი WWW.GOOGLE .GE
|
შეფასების რუბრიკა ,,უკუღმა დაჭედილი''
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ტექსტის კითხვა.
მოკლე და ვრცლი შინაარსის გადმოცემა
|
8-10
|
ნაწილობრივ შეუძლია ტექსტზე მუშაობა.
შინაარსის თხრობისას ვერ იცავს თხრობის თანამიმდევრობას.
|
7-5
|
უჭირს კითხვა,ვერ გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.
|
4-1
|
Комментариев нет:
Отправить комментарий